ჩაჭრილ მოსწავლეებს შესაძლოა, გამოცდის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ   

 ჩაჭრილ მოსწავლეებს შესაძლოა, გამოცდის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ   – მომდევნო წლიდან, შესაძლოა, საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ მოსწავლეებს გადაბარების შანსი მიეცეთ. ამ ინიციატივით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერებს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სასკოლო ფორუმზე.

მისი თქმით, ის ფაქტი რომ საატესტატო გამოცდებზე 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მან განათლების მინსიტრს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და შეკრებილ აუდიტორიას ამ საკითზე კიდევ ერთხელ მსჯელობისაკენ მოუწოდა.

– სისტემის ჰუმანურობა, ჩემი აზრით, აუცილებელია, იგი ტექნიკური მიზეზების გამო, ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს. აქ არ არის საუბარი ხარიხზე, კომპრომისზე, რადგან სწორედ ხარისხზე გაწეულმა კომპრომისმა მიგვიყვანა ამ შედეგებამდე.

აქ საუბარია ძალიან ბევრ ბავშვზე, რომლებმაც რამდენიმე წუთის დაგვიანების, ტექნიკური ან ემოციური პრობლემების გამო მთელი წელი უვარდებათ. ამის გამო რამდენიმე სუიციდის შემთხვევაც კი დაფიქსირდა. ზედმეტად მკაცრი, ზედმეტად შეუვალი და მოუქნელი სიტემა გვაქვს. როდესაც ბავშვი თორმეტ კლასამდე წარმატებით მიდის და 8 გამოცდიდან ერთს მინიმალური ქულის გამო ვერ ლახავს, ხელმეორე შანსი უნდა მივცეთ.

თუ მეორედაც ჩაიჭრება, ბევრად უფრო წელგამართული ვიქნებით ბავშვებისა და მათ ოჯახების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ ბარიერის დაწევაზე საუბარი არ არის, – განაცხადა მარიამ ჯაშმა და დასძინა, რომ საზოგადოებაში არსებულ საგამოცდო სისტემას უმკაცრესი იმიჯი აქვს.