დანიელ ალვესმა იუვენტუსისგან კონტრაქტის გახანგრძლივება მოითხოვა

დანიელ ალვესმა იუვენტუსისგან კონტრაქტის გახანგრძლივება მოითხოვატურინის იუვენტუსის ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვესმა განაცხადა, რომ ის იუვენტუსს დატოვებს, თუ მას კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ. დანის სურს, რომ მისი კონტრაქტი 2019 წლამდე იყოს გათვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხვა გუნდის ძებნას დაიწყებს.

ალვესი ამჟამად 33 წლის არის და მისი ყიდვა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, განსაკუთრებით მანჩესტერ სიტი აქტიურობს, რომლის მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ალვესს ძალიან კარგად იცნობს, რადგან ისინი რამდენიმე სეზონის მანძილზე ერთად მუშაობდნენ ბარსელონაში.

ბრაზილიელ მცველს ჩინური გუნდებისგანაც აქვს შეთავაზებები, მაგრამ ჩინეთში თამაშზე მან უარი თქვა.