ლონდონის ჩელსის ფორვარდი დიეგო კოსტა სავარაუდოდ სეზონის ბოლოს ჩელსის დატოვებს და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. კოსტამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ახალი გამოწვევები აინტერესებს და სურს, რომ სხვა კლუბში სცადოს ბედი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელის აგენტი მილანში იმყოფება, სადაც ის მილანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დიეგო კოსტას ამ გუნდში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე. სავარაუდოდ ჩელსი თავის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს იოლად არ დათმობს და მილანს ხელმძღვანელებს ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ.
დიეგო კოსტას გარდა მილანი ზაფხულში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას აპირებს.

