დიეგო კოსტას მომავალი გაურკვეველია

დიეგო კოსტას მომავალი გაურკვეველიაჩელსის ფორვარდის დიეგო კოსტას მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. დაახლოებით ერთი კვირის წინ კოსტამ განაცხადა, რომ ჩელსის მწვრთნელს ანტონიო კონტეს მისი ჩელსიში ხილვა აღარ სურს, ამიტომ ის იძულებულია სხვა გუნდში გადავიდეს.

კოსტას ძმამ პრესასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ დიეგოს ბევრი კლუბისგან აქვს შემოთავაზება, მაგრამ ჯერჯერობით მას გადაწყვეტილება არ მიუღია. კოსტას ევროპაში დარჩენა სურს იმისთვის, რომ სათამაშო ფორმა შეინარჩუნოს და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში შეძლოს.

იტალიურ პრესაში დაიწერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოსტას ყიდვა მილანს სურს, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.