მიუნხენის ბაიერნის ბრაზილიელი ნახევარმცველი დუგლას კოსტა მომავალ სეზონში ტურეინის იუვენტუსის ღირსებას დაიცავს. კოსტას ტრანსფერი უკვე თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი.
ბაიერნი ამ ტრანსფერში 50 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო იუვენტუსი კი ამდენის გადახდას არ აპირებს, მაგრამ კლუბები სავარაუდოდ შეთანხმებას მიაღწევენ, რადგან დუგლას კოსტამ თვითონ გამოთქვა იუვენტუსში თამაშის სურვილი და ბაიერნს მისი შენარჩუნება გაუჭირდება.
გასულ სეზონში კოსტა არცთუ ისე ხშირად გამოდიოდა მოედანზე და მისი წასვლა მოსალოდნელი იყო.

