ბარსელონას ახალი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე 1 ივნისს, ნოუ კამპს პირველად ეწვია და პრესკონფერენციაც გამართა. ვალვერდეს თქმით, ის ამაყია, რომ ბარსელონამ მას ნდობა გამოუცხადა და შეეცდება, ეს ნდობა ბოლომდე გაამართლოს.
” ბარსელონა უდიდესი გუნდია და შევეცდები ის უფრო განსაკუთრებული. ერთი სული მაქ მუშაობა დავიწყო და ყველას ვაჩვენო რა შემიძლია. ფეხბურთელობის დროს ბარსელონაში წარმატებას მივაღწიე და იმედია ამჯერადაც წარმატებული ვიქნები”–განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.
ვალვერდემ კომენტარი არ გააკეთა იმაზე, თუ ვის ყიდვას აპირებს ბარსელონა ზაფხულში. ვალვერდეს თქმით ის ჯერჯერობით ამ საკითხებზე არ ფიქრობს.

