გამოიძიეთ აფგან მუხთარლის საქმე! – ევროპარლამენტის მოწოდება

გამოიძიეთ აფგან მუხთარლის საქმე! - ევროპარლამენტის მოწოდება– მოვუწოდებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, გამოიძიონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე, – ამის შესახებ ევროპარლამენტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა სორაია პოსტროლმა განახცხადა.

– ჩვენ ვგმობთ იმას რაც მოხდა ჟურნალისტის თავს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ეს საქმე და ასევე მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას. ჩვენ და აზერბაიჯანის მოსახლეობას გვჭირდება დემოკრატია და არა დემოკრატიის ილუზიაა, გატაცებული ჟურნალისტი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩატარდეს აზერბაიჯანში და საქართველოში. ბაქომ და თბილისმა უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პარტნიორობის საკითხი, – განაცხადა სორაია პოსტროლმა.