მადრიდის რეალის უელსელი ნახევარმცველი გარეტ ბეილი რეალიდან წასვლას არ აპირებს. ივნისის დასაწყისში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეილი რეალიდან წავიდოდა და მისი მომავალი გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იქნებოდა.
მანჩესტერი ამ ტრანსფერში 100 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ რეალში ჩათვალეს, რომ ბეილი მათ ისევ სჭირდებათ და უელსელ ფეხბურთელს შეუძლია რეალისთვის სარგებლის მოტანა. ბეილი სამეფო კლუბს 2013 წელს შეუერთდა, როდესაც სამეფო კლუბმა მასში რეკორდული თანხა 100 მილიონი ევრო გადაიხადა.

