ნიკა გვარამია რუსთავი 2-დან წავიდა

ნიკა გვარამია რუსთავი 2-დან წავიდაგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გვარამიამ არხის თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ნიკა გვარამია ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი 2012 წლის ბოლოს გახდა. მანამდე მას საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.