გიგი უგულავა: „კვირიკაშვილს ჰგონია, რომ საწყობის გამგეა და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“

გიგი უგულავა: „კვირიკაშვილს ჰგონია, რომ საწყობის გამგეა და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უსუსურს და სამარცხვინოს უწოდებს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ შემუშავებული ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ქვეყნის მთავარი დოკუმენტი თავზე დაახია.
– პრობლემა არა კვირიკაშვილის განცხადებაში, არამედ მის დამოკიდებულებაშია. მას ჰგონია, რომ არის რაღაცა საწყობის გამგე და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. წითელი ხაზი „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა საკუთარ ხალხთან ურთიერთობაში გადალახეს და ეს წითელი ხაზის გადალახვა გამოიხატა იმაში, რომ ადგნენ და დაახიეს ხალხს ეს კონსტიტუცია, – განაცხადა გიგი უგულავამ.