ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიურ ბრაგაში არ ითამაშებს. მაკარიძეს ბრაგაში ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო ეტაპზე თვითონ მაკარიძე და ბრაგა ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ და შესაბამისად ტრანსფერიც ჩაიშალა.
გიორგი სხვა პორტუგალიური კლუბის მორეირენსეს ღირსებას იცავს, სადაც გასულ წელს კარგი სეზონი ჰქონდა და თავისი თამაშით მან პორტუგალიური გრანდების ყურადღებაც დაიმსახურა. მაკარიძეს საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და სამომავლოდ ის შესაძლოა ნაკრების ძირითადი მეკარეც კი გახდეს.
მაკარიძე სავარაუდოდ მორეირენსეს მაინც დატოვებს, თუმცა მისი მომავალი კლუბი უცნობია.

