გიორგი ჭანტურიამ ვარჯიში დაიწყო

გიორგი ჭანტურიამ ვარჯიში დაიწყოსაქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც რუსულ ურალში თამაშობს, ვარჯიში განაახლა. ჭანტურიამ ტრავმა ნოემბერში მიიღო და იმის შემდეგ ის მოედანზე არ გამოჩენილა.

გიორგის მყესები ჰქონდა დაზიანებული და ასეთ ტრავმებს სერიოზული მკურნალობა სჭირდება. ჭანტურიამ უკვე თითქმის მთელი დატვირთვით ვარჯიშობს და ექიმების პროგნოზის მიხედვით სულ მალე ის შეძლებს თამაშს.

ურალი ამჟამად მომავალი სეზონისთვის ემზადება და ჭანტურია ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ცნობილი გახდა ისიც, რომ ჭანტურია თავის გუნდს ბალკანურ შეკრებაზე გაყვება.