გორში ქალაქის ვიცე მერის ბინა დააყაჩაღეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნიღბიამები ბინაში იმ დროს შიჭრნენ, როდესაც ვიცე მერი გოგა რაზმაძე და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ.
qartli.ge-ს ცნობით, უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, ქალის ფორმაში გადაცმულებმა, გოგა რაზმაძის ბინაში შეაღწიეს.
ოჯახში ძიძა, 9 თვის ბავშვებთან ერთად, იმყოფებოდა.
მეზობლების თქმით, ნიღბიანმა პირებმა მას თავში ჩაარტყეს და ფული მოსთხოვეს.
– ,როგორც ჩვენ გავიგეთ, ბავშვების დედა საბავშვო ბაღში იყო წასული უფროსი შვილების მოსაყვანად. სახლში ძიძა იყო მარტო 9-თვის ტყუპებთან ერთად. დედა ბინაში სადღაც 15 წუთის შემდეგ დაბრუნებულა. სწორედ, იმ 15 წუთში მომხდარა ეს ყაჩაღობა. გოგას ოთხი შვილი ჰყავს, – აცხადებენ მეზობლები.
შემთხვევა ქალაქის ცენტრში, სტალინის გამზირზე მოხდა.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
ამ მუხლის მიხედვით, ეს არის ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მიზნით.

