ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა – რუსთავი 2-ს სასამართლოში უჩივის

ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა - რუსთავი 2-ს სასამართლოში უჩივის ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა. როგორც მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ის ტელეკომპანია რუსთავი 2- ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
– კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო რომ არსად არ გავქცეულვარ, დავბრუნდი საქართველოში, ჩემი წასვლის მიზეზი გახდა ის აღვირახსინილი კამპანია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ დაიწყო რუსთავი 2-მა.

დავბრუნდი იმიტომ, რომ გავიარო იურისტებთან კონსულტაციები, სამოქალაქო დავის წამოწყებას ვაპირებ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, რეპორტაჟის გამო და დამერწმუნეთ, ძალიან მაღლა ავწევ თამასას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გამოძიებასთან ვთანამშრომლობ ბოლომდე, თუ პარლამენტს სურს შექმნას საგამოძიებო კომისია, იქაც მივალ და წარვდგები მათ წინაშე, თუ პარლამენტარებს კითხვები ექნებათ, მათაც ვუპასუხებ. უახლოეს დღეებში ვაპირებ მივმართო სასამართლოს, თუმცა ჯერ გავივლი კონსულტაციებს, პირველ რიგში მაინტერესებს რა შედეგს დადებს გამოძიება, – აღნიშნა მამალაძემ.

რამდენიმე დღის წინ კი “ნიუპოსტთან” მამალაძე აცხადებდა, რომ კიევში იმყოფებოდა და სამშობლოში ჩამოსვლას ახლო მომავალში არ გეგმავდა.