საქართველოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სტუმრობს. ოფიციალურ შეხვედრებზე პრეზიდენტთან, პრემიერთან, უმრავლესობასთან და ოპოზიციურ პარტიებთან განხილვის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია. ბუკიკიო აღნიშნულის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამს:
– მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს. პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი იყოს, – აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.

