ჯანო ანანიძე მოლდოვასთან არ ითამაშებს

ჯანო ანანიძე მოლდოვასთან არ ითამაშებსსაქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჯანო ანანიძე მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა. ანანიძეს ტრავმა აწუხებს, თუმცა ნაკრების შეკრებაზე ის მაინც ჩამოვიდა და რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ის მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებდა.

ჯანოს არყოფნა უდაოდ დიდი დანაკლისია, რადგან ის ნახევარდაცვის ლიდერი და ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მოლდოვასთან შეხვედრა 11 ივნისს, თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება.