კილიან მბაპეს რეალში თამაში სურს

კილიან მბაპეს რეალში თამაში სურსმონაკოს ახალგაზრდა ვარსკვლავს კილიან მბაპეს მადრიდის რეალში სურს თამაში. მბაპემ განაცხადა, რომ ის მონაკოში ბედნიერია, მაგრამ თუ მან ამ გუნდის დატოვება გადაწყვიტა, მაშინ ის მხოლოდ რეალში გადავა სათამაშოდ.

”მონაკოს დატოვებას ჯერჯერობით არ ვაპირებ, თუმცა ვაღიარებ, რომ რეალი ძალიან მომწონს და იქ თამაში ჩემი ოცნებაა. მომავალზე ბევრი ფიქრი არ მიყვარს და ამჟამად მხოლოდ მონაკოზე ვფიქრობ”– განაცხადა მბაპემ.

კილიან მბაპე ჯერჯერობით მხოლოდ 18 წლის არის და ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება. მისი შეძენით ბევრი ევროპული ფეხბურთის გრანდია დაინტერესებული.