კლაუდიო რანიერი ნანტის მწვრთნელი გახდება

კლაუდიო რანიერი ნანტის მწვრთნელი გახდებაიტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი მომავალი სეზონიდან ფრანგული ნანტის მწვრთნელი იქნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რანიერი ნანტთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

რანიერის საფრანგეთში უმუშავია და ის მონაკოს მწვრთნელი იყო, თუმცა ამ გუნდში მან წარმატებას ვერ მიაღწია. ბოლო ორი სეზონის მანძილზე ის ლესტერის თავკაცი იყო და 2016 წელს მისი ხელმძღვანელობით ლესტერმა თავის ისტორიაში პირველად ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.

მიუხედავად ამისა, 2017 წლის თებერვალში რანიერი ცუდი შედეგების გამო ლესტერიდან გაანთავისუფლეს.