ესპანეთის პროკურატურამ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო და რონალდუს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა სავარაუდოდ პორტუგალიელი ციხეში ჩაჯდომას თავიდან აიცილებს.
პროკურატურა რონალდუს 2011—2014 წლებში 14 მილიონი ევროს დამალვას ედავება, რომელიც კრიშტიანომ სხვადასხვა მაქინაციების წყალობით არ გადაიხადა. ჯერჯერობით, თვითონ რონალდუს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის პროკურატურამ ლიონელ მესიც დამნაშავედ ცნო გადასახადების თავიდან არიდებაში და პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

