მადრიდის რეალის და პორტუგალიის ნაკრების სუპერ ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ სასამართლოს წინაშე 31 ივლისს წარსდგება. რონალდუს გადასახადების არგადახდა ედება ბრალად.
ესპანეთის პროკურატურა ამტკიცებს, რომ კრიშტიანომ 2011-14 წლებში 14 მილიონი ევრო დამალა სახელმწიფოსგან, რის გამოც პორტუგალიელი შესაძლოა რამდენიმე წლით ჩაჯდეს ციხეში.
ამის გამო რონალდუ რეალის დატოვებასაც აპირებს და არ არის გამორიცხული, რომ ის ესპანეთში აღარ დაბრუნდეს. ამჟამად კრიშტიანო მოსკოვში იმყოფება, სადაც პორტუგალიის ნაკრები ოთხშაბათს კონფედერაციის თასზე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

