ლიონი და არსენალი ლაკაზეტის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

ლიონი და არსენალი ლაკაზეტის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიანლონდონის არსენალი და ფრანგული ლიონი ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან. ამ ორ გუნდს შორის უკვე დიდი ხანია მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ლიონი 50 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო არსენალს კი ამ თანხის გადახდა არ სურს.

არსენალი მხოლოდ 40 მილიონზე არის ყაბულს, ამიტომ შესაძლოა ეს ტრანსფერი ჩაიშალოს და ლაკაზეტი ლიონში დარჩეს. ლაკაზეტი მადრიდის ატლეტიკოში აპირებდა გადასვლას, მაგრამ ატლეტიკოს ტრანსფერების გაკეთება დროებით აეკრძალა, ამიტომ ეს ვარიანტი აქტუალური აღარ არის.

ალექსანდრ ლაკაზეტი საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება.