ლუჩიანო სპალეტი ინტერის მწვრთნელი გახდა

ლუჩიანო სპალეტი ინტერის მწვრთნელი გახდალუჩიანო სპალეტიმ ინტერთან ოფიციალურად გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი და მომავალ სეზონში ის ინტერის მწვრთნელი იქნება. სპალეტი უკვე მილანშია და ინტერის ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

ინტერმა წინა სეზონში მე-7 ადგილი დაიკავა იტალიის ჩემპიონატში და ამის გამო გუნდში ბევრი ცვლილებაა დაგეგმილი, რაც მხოლოდ მწვრთნელს არ ეხება. სპალეტიმ ბოლო ორი წელიწადი რომაში გაატარა, ხოლო მანამდე კი ის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სანქტ პეტერბურგის ზენიტის მწვრთნელი იყო.

იტალიაში სპალეტის პატივს სცემენ და ინტერში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.