მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის მადრიდის რეალის ფორვარდის ალვარო მორატას ტრანსფერში 69 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რეალმა 60 მილიონად მორატას გაყიდვაზე უარი თქვა, ამიტომ მანჩესტერმა ფასს მოუმატა, თუმცა შესაძლოა რეალმა ისევ უარი თქვას, რადგან მორატამ გასული სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.
თვითონ მორატა რეალის დატოვებაზე ფიქრობს, რადგან ის არ არის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ხშირ შემთხვევაში ის შეცვლაზე შემოდიოდა ხოლმე გასულ სეზონში.
მორატა მადრიდის რეალის აღზრდილია და სამეფო გუნდში ის ადრეული ასაკიდან თამაშობს.

