მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის რეალის ფრანგი მცველით რაფაელ ვარანით დაინტერესდა. ჟოზე მოურინო ვარანს კარგად იცნობს, რადგან რეალში ისინი ერთად მუშაობდნენ.
ჟოზე ძალიან აფასებს ვარანის შესაძლებლობას და სურს, რომ ის ისევ თავის გუნდში იხილოს. ვარანის ტრანსფერი მანჩესტერს იაფი არ დაუჯდება, თუმცა ინგლისელები მზად არიან, ჯიბეზე ხელი გაიკრან.
ერთ-ერთ ინტერვიუში ვარანმა განაცხადა, რომ ის რეალის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ შესაძლოა ფრანგმა ფეხბურთელმა გადაიფიქროს, რადგან რეალში მას არა აქვს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული.

