ატლეტიკოს ფორვარდი ანტუან გრიზმანი მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ მანჩესტერელებმა გრიზმანის მიმართ ინტერესი დაკარგეს, რადგან ანტუანმა განაცხადა, რომ ის ატლეტიკოში ბედნიერია და ამ გუნდის დატოვებას არ აპირებს.
გრიზმანის თქმით ის მანჩესტერ იუნაიტედში თამაშზე არ ფიქრობს და მთელი ყურადღება ატლეტიკოზე აქვს გადატანილი. მანჩესტერ იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე 200 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს და მანჩესტერელებს რამდენიმე სამიზნე ჰყავთ, რომლებიდანაც ყველაზე მეტად გარეტ ბეილი გამოირჩევა.

