
დორტმუნდის ბორუსიის ფორვარდი მარკო როისი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იუქმებს. როისმა ტრავმა სეზონის ბოლოს მიიღო და ოპერაციაც გაიკეთა, რომლის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ მას საკმაოდ დიდხანს მოუწევს სარეაბილიტაციო კურსის გავლა, ამიტომ როისი სავარაუდოდ ოქტომბერში, ან ნოემბერში დაუბრუნდება მოედანს.
აღსანიშნავია, რომ როისი საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და სწორედ ტრავმების გამო მან გამოტოვა ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიც, როდესაც გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
როისი ამჟამად 28 წლის არის, ამიტომ მისთვის მოედანზე დაბრუნება უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო.

