იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვერატიმ გადაწყვიტა, რომ მას ბარსელონაში სურს კარიერის გაგრძელება და ამის შესახებ ვერატიმ განცხადებაც გააკეთა.
ახლა ჯერი პსჟ-ზე და ბარსელონაზეა, რომლებიც ტრანსფერის ფასზე უნდა შეთანხმდნენ. ფრანგული გუნდი ამ ტრანსფერში 100 მილიონ ევროს ითხოვს, ბარსელონა კი 80 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, ამიტომ ვერატის ბარსელონაში გადასვლა შეიძლება გაიწელოს.
ვერატის იტალიური გუნდებიდანაც ჰქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მან ბარსელონა არჩია.

