იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მან პსჟ-ს მფლობელს შეატყობინა, რომ ის პარიზში დაბრუნებას აღარ აპირებს.
ვერატის წასვლის მთავარი მიზეზი ბარსელონაა, სადაც მარკოს სურს კარიერის გაგრძელება. ბარსელონა თავის მხრივ ცდილობს, რომ ვერატის ტრანსფერის თაობაზე პსჟ-ს შეუთანხმდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამის გაკეთება ვერ ხერხდება, რადგან ფრანგული კლუბი 100 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ბარსელონას კი ამდენის გადახდა არ სურს.
მიუხედავად ამისა, ეს ტრანსფერი სავარაუდოდ მაინც შედგება, რადგან ვერატის ბარსელონაში სურს თამაში.

