X ფაქტორის მეგა-შოუს აუტსაიდერებში ორშაბათს მაგდა ვასაძე და მერაბ ამზოევი აღმოჩნდნენ. იმის მიუხედავად, რომ ორივე კონკურსის ფავორიტებად ითვლებოდა, მათ მაყურებელთა ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჟიურის მოუწია, რომელმაც უპირატესობა მაგდა ვასაძეს მიანიჭა და კონკურსი მერაბ ამზოევმა დატოვა.
– სამწუხაროდ თუ საბედნნიეროდ ჩემთვის კონკურსი დამთავრდა, – ასე გამოეხმაურა ფეისბუკზე მერაბ ამზოევი შოუდან წასვლას.
ჟიურის გადაწყვეტილებამ X ფაქტორის მაყურებელთა ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, მათი შეფასებით მაგდა ვასაძე ისედაც ჩამოყალიბებული მომღერალია და ის მსგავს კონკურსში აღარ უნდა მონაწილეობდეს და ადგილი ახალ სახეებს უნდა დაუთმოს.
ნიუპოსტი