ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად არის საუბრები იმის შესახებ, რომ ბარსელონას ანხელ დი მარიას შეძენა სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლიონელ მესიმ პირდაპირ უთხრა ბარსელონას ხელმძღვანელობას, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ დი მარიას გადმოსაბირებლად.
თვითონ ანხელს ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მესის ის სავარაუდოდ უარს არ ეტყვის. შეგახსენებთ, რომ დი მარია 4 წლის მანძილზე მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა და ის ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
რეალიდან წამოსვლის შემდეგ ის მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა სადაც კარიერა არ აეწყო და ამჟამად ის ფრანგული პსჟ-ს ფეხბურთელია.

