
ამისათვის მეცნიერებმა შექმნეს ე.წ. „ნოეს კიდობანი“ – ხელოვნური საცავი, სადაც მცენარეების თესლებს ინახავენ.
აპოკალიფსის დროს ცხოველები და მარცვლეული გაწყდება ამიტომ ხალხი როდესაც ბუნკერებს შეაფარებს თავს, გამოკვება აუცილებლად სჭირდება.
2008 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ნორვეგიაში აშენდა მარცვლეულის შესანახი მსოფლიო ბანკი,სადაც ინახება, სოფლის მეურნეობის ყველანაირი თესლეული რაც კი არსებობს დედამიწაზე, ამ პროექტის რეალიზაციისთვის ნორვეგიის მთავრობამ 9 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო ბილ გეითსის საქველმოქმედო ფონდმა.

აქ არის მუდმივი ყინვა, რაც მარცვლეულს გაფუჭებისგან იცავს. მეცნიერები გარანტიას იძლევიან, რომ ამ ადგილს დატბორვა არ ემუქრება იგი ზღვის დონიდან 130 მეტრით არის დაშორებული.
ბაზაში შესაძლებელია 4,5 მილიონი სახეობის მცენარის თესლის შენახვა, იქ მუდამ შენარჩუნებულია ტემპერატურა –18 გრადუსი ცელსიუსი.
ეს ყველაფერი იძლევა გარანტიას, რომ თესლეული შენახული იქნას 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ მოხდა რაიმე აპოკალიფსური დედამიწაზე და გაქრა მარცვლეულის რომელიმე სახეობა, მისი აღდგენა შესაძლებელი იქნება.
intermedia.ge