ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა სამონასტრო კომპლექსის მოსაწყობად ნაჩუქარი უძრავი ქონება ენერგოკომპანიას მიჰყიდა.
,,ლაივპრესის“ ინფორმაციით, წალენჯიხის რაიონში, სოფელ ჭალეში ოჯახმა, რომელსაც ახალგაზრდა შვილი გარდაეცვალათ, სასულიერო პირს საკუთარი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აჩუქეს, იმ პირობით, რომ ამ ტერიტორიაზე მონასტერი მოეწყობოდა.
ყოფილი მესაკუთრე ვალტერ აქუბარდია ,,ლაივპრესთან“ აცხადებს, რომ მან ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ მამა ანდრიასთვის ნაჩუქარი უზღავი ქონება, ცაიშის ეპარქიის სახელზე მეუფე გერასიმემ გადააფორმა და შემდეგ ის ენრგოკომპანის მიყიდა, ახლა კი მის სახლს ანგრევენ ,რათა მის ეზოში მაღალი ძაბვის ანძები დადგან.
ვალტერ აქუბარდია მეუფე გერასიმეს სასამართლოში უჩივის.
ცაიშის ეპისკოპოსი კი ,,ლაივპრესთან: ამბობს, რომ ქონება სამართლიაანდ გაასხვისა და ყოფილ მესაკუთრეს დავა უკვე სახელმწიფოსთან აქვს და არა მასთან.

