იტალიური მილანი რეალის კოლუმბიელი ფორვარდის ხამეს როდრიგესის შეძენას აპირებს. ხამესის რეალიდან წასვლაზე დიდი ხანია საუბრობენ, რადგან მას რეალში მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ამის გამო კოლუმბიელი ფეხბურთელი უკმაყოფილებას არ მალავს.
მილანი მზად არის ხამესის ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა რეალი სავარაუდოდ გაცილებით მეტს მოითხოვს, რადგან თავის დროზე ხამესის ყიდვა რეალს 80 მილიონი დაუჯდა.
ხამესის გარდა, მილანი ზაფხულში კიდევ რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, თუმცა კონკრეტული ფეხბურთელები ჯერჯერობით არ სახელდება.

