მოჰამედ სალაჰი ლივერპულში თამაშზე თანახმაა

მოჰამედ სალაჰი ლივერპულში თამაშზე თანახმაარომას ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი ლივერპულში გადასვლაზე თანახმაა. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ პრესაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სალაჰს ინგლისური ფეხბურთი ძალიან იზიდავს და ინგლისში თამაში ყოველთვის იყო მისი ოცნება.

ლივერპულს სალაჰის ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება, რადგან რომა 40 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. სალაჰი რომას ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, ამიტომ იტალიური გუნდი მას სავარაუდოდ ადვილად არ დათმობს.

სალაჰი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად ითვლება.