მოფარიკავე თეოდორა კახიანი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი აიღო. მან ფინალში იტალიელი როზელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
კახიანი მე-4 წელიწადია, ამერიკაში იმყოფება – პენს სტეიტის (ფილადელფიის შტატი) უნივერსიტეტში სწავლობს და ფარიკაობაშიც იქვე იმაღლებს ოსტატობას. იგი ხმალში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია. უნივერსიტეტის სახელით არაერთხელ იასპარეზა როგორც შტატის, ისე აშშ-ის სტუდენტურ შეჯიბრებებში. იქაურ უნივერსიადებში რამდენჯერმე დაიკავა პირველი-მესამე ადგილები.
თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი დღეს დაიწყო და 17 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი იღებს.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება.

