გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს, შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ფეკალური მასებით გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქემ ავტომანქანიდან მდინარეში 1 მ3 – მდე მოცულობის ფეკალური მასა დაღვარა.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

