ნიკა გვარამია თანამდებობაზე რჩება – რა ხდება რუსთავი 2 -ში

ნიკა გვარამია თანამდებობაზე რჩება - რა ხდება რუსთავი 2 -ში“ნიუპოსტის” ინფორმაციით, რუსთავი 2 -ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას თანამდებობა ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუტოვებია.სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ნიკა გვარამია თანამდებობაზე რჩება და მუშაობას აგრძელებს.

გვარამიას გადადგომას არ ადასტურებს მისი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით, თუ ცვლილება იქნება ეს ოფიციალურად გახდება ცნობილი.

– გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ, ჯერჯერობით ნიკა გვარამია თანამდებობიდან არ გადამდგარა, თუ ცვლილება იქნება ამის შესახებ განცხადება გაკეთდება, – აღნიშნავს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.

გავრცელებული ინფორმაციით “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ 19:00 საათზე ნიკა გვარამია “კურიერის” გუნდს შეხვდა და არხის ფინანსურ პრობლემებზე ესაუბრა, თუმცა განცხადება გადადგომაზე არ გაუკეთებია. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით სიტუაცია რამდენიმე საათში, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფინანსური პრობლემების გამო თანამშრომელთა ნაწილში გაჩენილი უკმაყოფილების მოსაგვარებლად “რუსთავი-2-ში” არხის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ყარამანაშვილი მივიდა და კოლექტივთან ხელმეორე შეხვედრა შედგა. სწორედ ამ შეხვედრაზე გაკეთდა ნიკა გვარამიას მიერ გადადგომის შესახებ განცხადება.

ბოლო ინფორმაციით, “რუსთავი-2-ის” გუნდის ნაწილი ნიკა გვარამიას გადარწმუნებას ცდილობს და ამ საკითხზე არხის მფლობელთან შეხვედრასაც გეგმავს.