საქართველოს ნაკრების ფორვარდით ნიკა კაჭარავათი შოტლანდიური ფეხბურთის გრანდი გლაზგო რეინჯერსი დაინტერესდა. კაჭარავა ამჟამად კვიპროსის ეთნიკოსში თამაშობს და გასულ სეზონში მან 16 გოლის გატანა მოახერხა, რითიც როგორც ჩანს უფრო ძლიერი გუნდების ყურადღება დაიმსახურა.
ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ პრესაში რამდენჯერმე გაიჟღერა იმ ინფორმაციამ, რომ კაჭარავას შეძენა რეინჯერსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ ზაფხულში. კაჭარავათი რამდენიმე პოლონური გუნდიც არის დაინტერესებული.

