შეიკ ტიოტე, რომელიც წლების მანძილზე ინგლისური ნიუკასლის ღირსებას იცავდა, ჩინეთში გარდაიცვალა.
ტიოტე რამდენიმე თვე თამაშობდა ჩინურ გუნდში და 5 ივნისს ის ვარჯიშის დროს ცუდად გახდა. როგორც აღმოჩნდა ფეხბურთელს გულის შეტევა მოუვიდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ნიუკასლის რამდენიმე უკვე გამოეხმაურა ამ ტრაგედიას და მათი თქმით ტიოტე არამარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი ადამიანი იყო.
ნიუკასლში თამაშის დროს ტიოტემ არსენალთან ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში 4:4 გახადა. ის შეხვედრა ისტორიული გამოდგა, რადგან არსენალი 4:0–ს იგებდა და ნიუკასლმა ტიოტეს გოლის წყალობით არ წააგო.

