მომღერალი ნუცა ბუზალაძემ, სანამ დატოვებდა პროექტს “ცეკვავენ ვარსკვლავები”, ჟურნალ “სარკეს” ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც ცხოვრების წესსა და თაყვანისმცემლებზე საუბრობს.
– როგორ ფიქრობთ, კარგ ფორმაში ხართ?
– ცეკვების პარალელურად ვიწყებ ფიტნესს, მგონია, რომ შოუს შუა ნაწილში ძალიან კარგ ფორმაში ვიქნები.
– ახლა გაწუხებთ ზედმეტი კილოგრამები?
– ცეკვას არც ძალიან სიგამხდრე უხდება და არც ზედმეტი კილოგრამები. მინდა, სხეულის ფორმებზე უფრო დამეტყოს ვარჯიში, ვიდრე წონაზე.
– ვიცი, რომ ბევრი თაყვანისმცემელი ბიჭი გყავთ. რომელიმეს მიმართ გაქვთ სიმპათიები?
– სიმპათიები არის, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მინდა. ამ თემით სერიოზულად არ ვარ დაინტერესებული, სხვა მიზნები და გეგმები მაქვს. ადამიანს ადვილად ვერ ვენდობი. პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს. არ მსიამოვნებს, პირადით რომ იკეთებენ პიარს.
– მუსიკალურ საქმიანობაში რა სიახლეები გაქვთ?
– ბენდთან ერთად ვმუშაობ. ძალიან მალე ჩავწერ ინგლისურენოვან ალბომს, რომლითაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ვაპირებთ.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”