დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდი პიერ ემერიკი ობამიანგი სავარაუდოდ კარიერას ერთ-ერთ ჩინურ კლუბში გააგრძელებს, სადაც მისი თვიური ხელფასი 2 მილიონი ევრო იქნება.
ჩინური კლუბი ციანზი ბორუსიას ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 71 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ეს ინფორმაცია, თვითონ კლუბს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, ამიტომ ობამიანგი შეიძლება ბორუსიაში დარჩეს.
გაბონელი ფორვარდის შეძენა ბევრ ევროპულ გუნდსაც სურს, მათ შორის არსენალს და მანჩესტერ იუნაიტედს.

