პეპე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

პეპე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებსმადრიდის რეალის პორტუგალიელი მცველი თავისუფალი აგენტია, ხოლო რეალი კი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ პეპეს ახალი გუნდის ძიება მოუწევს.

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პეპე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს და მალე ამ გუნდთან ოფიციალურად მოაწერს ხელს ორწლიან კონტრაქტს. პეპე უკვე 33 წლის არის და იყო საუბრები, რომ ის რომელიმე ჩინურ გუნდში გადავიდოდა სათამაშოდ, მაგრამ საბოლოოდ პორტუგალიელმა ევროპაში დარჩენა ამჯობინა.

პეპე რეალში 2007 წელს გადავიდა და რეალის ღირსებას ის 10 წლის მანძილზე იცავდა და ამ ხნის მანძილზე მან რეალთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო.