ფლორენტინო პერესმა კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა

ფლორენტინო პერესმა კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრამადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა და თქვა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი რეალზე გაბრაზებულია, მაგრამ გუნდიდან მაინც არ წავა.

” რონალდუ რეალზე ნამდვილად გაბრაზებულია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ის რეალს არ დატოვებს. კონფედერაციის თასის შემდეგ რონალდუს პირადად დაველაპარაკები და ბევრი რამ ნათელი გახდება”– განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

კრიშტიანო რონალდუ რეალზე იმის გამო განაწყენდა, რომ სამეფო კლუბმა მას მხარი არ დაუჭირა გადასახადების დამალვასთან დაკავშირებულ სკანდალში.

ესპანეთის პრიკურატურამ რონალდუს 14 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. რონალდუ ამ თანხისდ გადახდაზე დათანხმდა, მაგრამ რეალის დატოვებაზე ის მაინც ფიქრობს.