– თუ პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ მიატოვებს თავის ოპოზიციურ მოღვაწეობას, მას საქართველოში ექსტრადიცია ელოდება, რის შესახებაც მოლაპარაკები უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსა და საქრთველოს ხელისუფლებას შორის უკვე მიმდინარეობს.
ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში განაცხადა.
– ამაზე უკვე ყველა საუბრობს – თუ სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის ოპოზიციურ საქმიანობას, მას საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ. – აცხადებს საყვარელიძე.-
– ივანიშვილი „გაზპრომის“ აქციონერია, ის რუსი ოლიგარქია და დღეს სწორედ ის მართავს საქართველოს, – აცხადებს დავით საყვარელიძე.
მისი თქმით, სააკაშვილს და პოროშენკოს შორის განსხვავება ღირებულებით ბაზაა და უკრაინის პრეზიდენტს არ სურს სააკაშვილის უკრაინულ პოლიტიკაში „შეშვება“.
– სააკაშვილი 2004 წელს „მაიდანის“ აქტიური მხარდამჭერი იყო, ხოლო 2014-ში სხვადასხვა დასავლელ პოლიტიკოსთან ერთად ყოველ კვირას ჩადიოდა კიევში ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამ დროს პოროშენკო ფიქრობდა, რომ ომის შეჩერებას შეძლებდა და არ სურდა პუტინის გაღიზიანება სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის გამო, ამასთან მას იმ პოპულარობისაც ეშინოდა, რომლითაც სააკაშვილი უკრანაში სარგებლობდა, – მიიჩნევს დავით საყვარელიძე.
– სააკაშვილი აცხადებდა, რომ ის არ იყო წინააღმდეგი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროსთვის ეხელმძღვანელა, მიუხედავად იმისა, რომ მას არწმუნებდნენ, ეს არ გაეკეთებინა, რამაც უკრაინის პოლიელიტაში არეულობა გამოიწვია. ზუსტად ამ დროს გაისმა ზარი პოროშენკოს ადმინისტრაციიდან და პოროშენკომ მას ოდესაში გამგზავრება და დელეგაციასთან ერთად თათბირის ხელმძღვანელობა დაავალა. სააკაშვილმა იქ ბევრი რამ გამოავლინა და მას ოდესის გუბერნატორობა შესთავაზეს, – აცხადებს საყვარელიძე.
„ახალ ძალთა მოძრაობის“ (“Рух нових сил”) შექმნის შესახებ სააკაშვილმა 2016 წლის 19 მოემბერს განაცხადა. 2017 წლის 28 თებერვალს პოლიტორგანიზაცია უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა. მარტში საქართველოს ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის პარტიის ადგილი უკრაინის ამჟამინდელ პოლიტიკურ სისტემაში არ არის. მან განაცხადა, რომ „ახალ ძალთა მოძრაობამ“ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური სტრუქტურა, სადაც ეს პარტია წამყვან ადგილს დაიკავებს.
2017 წლის იანვარში პოროშენკომ სააკაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოდესის რეგიონი ყველა მაჩვენებლით ჩამორჩება უკრაიბნაში. ამავე დოს სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო მზად არის მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვას.
ნიუპოსტი

