„ქართული ოცნება“ საკუთარი მერობის კანდიდატის წარდგენას პირველ ივლისს გეგმავს. როგორც ცნობილია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იქნება.
გია ვოლსკის განცხადებით, შაბათს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება და კახა კალაძეს კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.
– მე ვფიქრობ , რომ მეორე ტური არ შედგება და “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს. კახა კალაძემ საკმაოდ ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა. მთავარი კონკურენტის არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო პერიოდში და დღესაც იქნება გაკეთებული საქმეების წარმოჩინება, ის ხარვეზები, რაც ჩვენს საქმიანობას გააჩნია, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

