ქვეყნებს, რომლებიც თავის მოქალაქეებს უკან არ იბრუნებენ, ევროკავშირი ვიზებს შეუზღუდავს

ქვეყნებს, რომლებიც თავის მოქალაქეებს უკან არ იბრუნებენ, ევროკავშირი ვიზებს შეუზღუდავსევროკავშირის ქვეყნებმა პარასკევს მიიღეს გადაწყვეტილება შეზღუდონ ვიზების გაცემა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალად მყოფი მათი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ბრიუსელში გამართული 2-დღიანი შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ „გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი, მათ შორის… სავიზო პოლიტიკის ცვლილებაც მესამე ქვეყნებისადმი.”

ევროპელი დიპლომატების თქმით, სავიზო შეზღუდვა მიმართული იქნება ამ ქვეყნების მმართველი ელიტისადმი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მათი მოქალაქეების უკან მიღებაზე, თუმცა ამას არ აკეთებენ. იმ ქვეყნებს შორის რომლებიც თავის არალეგალ მოქალაქეებს უკან არ იბრუნებენ დასახელდა ბანგლადეში დ ნიგერიაც.