რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო

რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგომადრიდის რეალმა იუვენტუსი 4:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა მეთორმეტედ მოიგო.

პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ 1:1. მეორე ტაიმში რეალმა მთლიანად დაჯაბნა იუვენტუსი და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. რეალმა ამ გამარჯვებით ისტორიულ შედეგს მიაღწია და გახდა პირველი გუნდი, რომელმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.

რაც შეეხება იუვენტუსს, მათ ისევ წააგეს ფინალი და გააგრძელეს სამწუხარო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ისინი მუდმივად მარცხდებიან ფინალებში.