რეპერი Prodigy, მუსიკალური დუეტის Mobb Deep-ის წარმომადგენელი, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ინდეფენდენთი იტყობინება, რეპერი, ლას ვეგასში, ტურნეში იმყოფებოდა.
მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რეპერს ანემია ჰქონდა. თუმცა, რეპერის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ, გახდა თუ არა ეს მისი გარდაცვალების მიზეზი.
Prodigy შოუ-ბიზნესში 1990 წელს გამოჩნდა, დუეტით Mobb Deep, რომელიც ორი მონაწილისგან შედგებოდა – Prodigy-სა და Havoc-ისგან.
ნიუპოსტი