ლესტერის ალჟირელმა ვინგერმა რიად მარეზმა ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის მომავალ სეზონში სხვა გუნდის მაისურს მოირგებდა, რადგან ლესტერში მან საკუთარი თავი ამოწურა.
მარეზს რამდენიმე წინადადება ჰქონდა, მაგრამ ყველაზე რეალური ისევ არსენალის ვარიანტია, რომელსაც მარეზის შეძენა ჯერ კიდევ შარშან სურდა. მაშინ ალჟირელმა ფეხბურთელმა ლესტერში დარჩენა ამჯობინა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად არის.
არსენალი მარეზის ტრანსფერში 40 მილიონ ევროს იხდის და უახლოეს დღეებში მარეზი ლონდონში უნდა ჩავიდეს, სადაც ის არსენალთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

