საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ფრე ითამაშა

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ფრე ითამაშასაქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში სტუმრად მოლდოვასთან შეხვედრა გამართა, რომელიც ფრედ 2:2 დამთავრდა. პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა მოლდოველებმა საქართველოს ნაკრების დაცვის უყურადღებობით ისარგებლეს და ორი გოლი გაიტანეს.

მეორე ტაიმში ქართველები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მათ აქტიურობას მერებაშვილის და ყაზაიშვილის გოლები მოჰყვა. მას შემდეგ ანგარიში თანაბარი გახდა, საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა და გიორგი არაბიძეს შეეძლო გამარჯვების მომტანი გოლი გაეტანა, მაგრამ მისი დარტყმა ძელს მოხვდა.

ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და ისინი ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს იკავებენ. მოლდოვა ორი ქულით ბოლო ადგილზეა.

 

https://youtu.be/ruKicFD4Oqc